ლანჩხუთის მერმა, 122-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებსა და პოლიციელ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

“ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან და მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან ერთად ქალთა საერთაშორისო დღე 112-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებსა და პოლიციელ ქალბატონებს მიულოცა,”- ინფორმაციას ამის შესახებ ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

“ბოლო დროს მომხდარი სტიქიის დროს თქვენ  საგანგებო რეჟიმში მუშაობდით. 24 საათის განმავლობაში ლანჩხუთელების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდექით. მადლობას გიხდით, დღეგრძელობას და კეთილდღეობას გისურვებთ,” – აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები