ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო

default

ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო

აღნიშნული პროგრამით სარგებლობა როგორც ადგილობრივებს, ასევე – ტურისტებსაც შეეძლებათ.

პროგრამის ფარგლებში, მთაში წასვლის მსურველებს ტრანსპორტი მოემსახურება შემდეგ მიმართულებებზე:

ხულო-ბეშუმი-ხულო;

ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანი;

ღორჯომი-ზორტიყელი-ღორჯომი;

ღორჯომი-ლეკნარი-ღორჯომი;

მეკეიძეები-შავნაბადა-მეკეიძეები;

დიდი რიყეთი-ლეკიძირის მთა-დიდი რიყეთი;

საციხური-საციხურის მთა-საციხური;

დიდაჭარა-დიდაჭარის მთა-დიდაჭარა;

სხალთა-სარიჩაირის მთა-სხალთა;

ფაჩხა-ხულო-თეთრობი-ფაჩხა;

წაბლანა-ხულო-თეთრობი-წაბლანა;

კვატია-სამსმელოს მთა-კვატია;

სხალთა-მაჭარელათის მთა-სხალთა;

ხიხაძირი-სარიჩაირის მთა-ხიხაძირი;

აგარა-ნათელათი-კუნჭულეთი-ქვაბიჯვარი-ჩიბუხნარი-აგარა;

ხიხაძირი-სარიჩაირის მთა-ხიხაძირი;

ვერნები-ვერნების მთა-ვერნები;

დიოკნისი-ლოდიძირი-დიოკნისი.

ხულო-ბეშუმის მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს ყოველდღიურად, ხოლო სხვა მარშრუტებზე სხვადასხვა გრაფიკით. გასვლა დილის 9 საათი.

ამ დროისთვის, ტრანსპორტირების პროგრამა ხორციელდება ხულო-ბეშუმი-ხულოს, ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანის, დიოკნისი-ლოდიძირი-დიოკნისის მიმართულებით და ეტაპობრივად ყველა მიმართულებით ამოქმედდება.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები