მაია ცქიტიშვილი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ პროკურატურაში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ცქიტიშვილი პროკურატურაში 17 მაისს, 18:00 საათზე მივა.

გარდა ამისა, პროკურატურაში ხვალვე გამოიკითხება სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ალექსანდრე ლომიძე, რომელიც უწყებაში 11:00 საათზეა დაბარებული.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები