ნეთანიაჰუ: ირანში ბირთვული სამიზნეების განადგურებას ვაგრძელებთ

ირანში ბირთვული სამიზნეების განადგურებას ვაგრძელებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჯერჯერობით 10 წამყვანი ბირთვული მეცნიერის ლიკვიდაცია განვახორციელეთ“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, ისრაელი რაკეტების გამშვებ სისტემებს „ერთი მეორის მიყოლებით“ ანადგურებს.

„ჩვენ გავანადგურეთ ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობა, მათ შორის ლიდერები“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები