ირაკლი ქადაგიშვილი: გახარიასთვის დამახასიათებელი გახდა, რომ ის საბოლოო გადაწყვეტილებას თავისი გუნდის შიგნით არ იღებდა

გახარიასთვის დამახასიათებელი გახდა, სისტემური ხასიათი მიიღო, როდესაც ის საბოლოო გადაწყვეტილებას თავისი გუნდის შიგნით არ იღებდა, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას პოსტზე დანიშვნაში „გარკვეული გარე რეკომენდაციები იყო“.

„გახარიასთვის დამახასიათებელი გახდა, სისტემური ხასიათი მიიღო, როდესაც ის საბოლოო გადაწყვეტილებას თავისი გუნდის შიგნით არ იღებდა. შეიძლება გუნდში იმსჯელო, გუნდის ნაწილი არ გეთანხმებოდეს, მაგრამ ეს  გადაწყვეტილება მიიღო…

გამოკვლევა იმისა, რომ ამდენ შეცდომას უშვებდა თუ მიზანმიმართულად აკეთებდა, ეს კიდევ კვლევის საგანია, მაგრამ ზოგადად პრემიერ მინისტრმა გააჟღერა ამასთან დაკავშირებით ის ინფორმაცია, რომელსაც მაშინ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ფლობდნენ, რომ მაშინ ჯერ არ ჰქონდა ჩვენს ხელისუფლებას იმდენი  ძალა, რომ აბსოლუტურად სუვერენული გადაწყვეტილებები მიეღო. ანუ, მის ამ პოსტზე დანიშვნაში გარკვეული გარე რეკომენდაციები იყო. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ გარე რეკომენდაციები საბოლოო ჯამში გადაიზრდება იმაში, რომ ის უკვეთავს მუსიკას, ვინც იხდის…

კომპრომისის შინაარსი ნიშნავს, რომ ისეთ გადაწყვეტილებებამდე მივიდეთ, რომ ამ გადაწყვეტილებებმა მერე სასიკეთოდ იმუშაოს. ჩვენ დაგვანახა, რომ ასეთი კომპრომისები საბოლოო ჯამში არასასიკეთო შედეგისათვის, არამედ ქვეყნისათვის არასასურველი მოვლენების განვითარების შემდგომ პლატფორმად გამოიყენებოდა ხოლმე. ამიტომაც ვთქვით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი კომპრომისები მისაღები არაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები