ირაკლი კირცხალია: ჩორჩანას გარდა, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, კიდევ ორი საგუშაგო გაკეთდა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია 1 მილიონი კვ.მ ტერიტორიის დაკარგვა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას ხელმეორედ დაბარების საკითხს გამოეხმაურა.

„ჩორჩანას საგუშაგოს გარდა, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, კიდევ ორი საგუშაგო გაკეთდა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია 1 მილიონი კვ.მ ტერიტორიის დაკარგვა და იმხელა სკანდალი – გორსა და საჩხერეში. არ გამოუწვევია არც ის სკანდალი და არც ესკალაციის უდიდესი საფრთხე. ეს არის ყველაზე მთავარი. ახლა სამართლებრივ შეფასებას, მოდით, გენპროკურატურისგან დაველოდოთ“, – განაცხადა კირცხალიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კიდევ ერთხელ დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები