ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საგარეჯოში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას – გარეჯობა 2025-ს შეუერთდა
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საგარეჯოში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას – გარეჯობა 2025-ს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, სკოლის სტენდზე პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები და კატალოგები, სახელმძღვანელოები, სკოლის ბრენდირებული ნივთები და ბრენდირებული საკონდიტრო ნაწარმი იყო წარმოდგენილი.
„სტენდი მოინახულეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსი გილაშვილმა და რესურსცენტრის უფროსმა, ლელა ფანოზიშვილმა.
ჟვანიას სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მზია გორგაძემ სტუმრებს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში საგარეჯოში მიღწეულ შედეგებზე ესაუბრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ამასთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის წახალისების მიზნით ინტელექტუალური აქტივობები მოეწყო: „სითი გეიმი“ – საგარეჯოს ისტორიის თემაზე და „სიტყვების თამაში“ – ლექსიკისა და სწრაფი აზროვნების განვითარებისთვის. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მზია გორგაძემ მონაწილეები დააჯილდოვა და სკოლის ბრენდირებული ნივთებით დაასაჩუქრა.
შეგახსენებთ, რომ ჟვანიას სკოლა ყოველწლიურად ერთვება რეგიონულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.