დავით მათიკაშვილი: „პროქს ქვეყნად“ და „პროქს ხალხად“ საქართველოს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“
„პროქს ქვეყნად“ და „პროქს ხალხად“ საქართველოს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიციაში დაპირისპირება გამოიწვია.
„ის, რომ აქ, შულავერის თანამედროვე კომიტეტების ხელით, რომელსაც დღეს რადიკალები წარმოადგენენ, შეეცადონ და ჩვენს ქვეყანაში მოაწყონ რევოლუციები ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მიზეზით, ამის თეორიული სურვილები, ბუნებრივია, რომ დღის წესრიგშია. საქართველოს „პროქსი ქვეყნად“ გამოყენება სურთ. „პროქს ქვეყნად“ და „პროქსი ხალხად“ საქართველოს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.