ინდოეთში პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის ჩრდილოეთ შტატ უტარ-პრადეშიში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
გაზეთ „Times of India“-ს ცნობით, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა პოლიციას განუცხადეს, რომ ძლიერი აფეთქება მოხდა, რამაც ქარხნის ჩამონგრევა და მუშების ნანგრევების ქვეშ მოყოლა გამოიწვია.
„აფეთქების შედეგად ოთხი ქალი დაიღუპა და ცხრა ადამიანი… დაშავდა. დაშავებულები სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო (გარდაცვლილების) ცხედრები გაკვეთისთვის რაიონულ საავადმყოფოში გადაასვენეს“, – ციტირებს გაზეთი პოლიციის ოფიცერ ამიტ კუმარ ანანდის სიტყვებს.
აღნიშნულია, რომ ორი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად არის შეფასებული. პოლიციამ გამოძიება დაიწყო და სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
მიმდინარე წლის მაისში, გაზეთმა Indian Express-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით, პენჯაბის შტატში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.