ზურა ქადაგიძე: როგორც თავად იტყოდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გახარიას ქმედება მიწის ჩაბარებისთვის არ იყო გამიზნული – მის პროვოკაციას ომი და ესკალაცია უნდა გამოეწვია
რასაკვირველია, თითოეული გოჯი ქართული მიწის დაკარგვა უმძიმესი ტრაგედიაა და თუ სამართლებრივად ეს დადასტურდება, გახარიამაც და ყველამ, ვის პროვოკაციულ ქმედებასაც მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა, უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, მაგრამ როგორც თავად თქვა, მისი ქმედება მიწის ჩაბარებისთვის არ იყო გამიზნული და ნაწილობრივ მართალია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, სინამდვილეში მისი განზრახვა პროვოკაციული იყო, რასაც ომი და ესკალაცია უნდა გამოეწვია.
„რასაკვირველია, თითოეული გოჯი ქართული მიწის დაკარგვა უმძიმესი ტრაგედიაა და თუ სამართლებრივად ეს დადასტურდება, გახარიამაც და ყველამ, ვის პროვოკაციულ ქმედებასაც მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა, უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, მაგრამ როგორც თავად თქვა, მისი ქმედება მიწის ჩაბარებისთვის არ იყო გამიზნული და ნაწილობრივ მართალია.
სინამდვილეში მისი განზრახვა პროვოკაციული იყო, რასაც ომი და ესკალაცია უნდა გამოეწვია. ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს.
გახარიამ მისი პატრონებისგან მიიღო დავალება – პირველ რიგში მას უნდა დაემტკიცებინა, რომ გადაახტებოდა თავზე ყველას, პრემიერს, სუსს, თავდაცვას და ერთპიროვნულ პროვოკაციაზე წავიდოდა. ეს დავალება პირნათლად შეასრულა, მაგრამ მისი პატრონების გათვლით, ამ ყველაფერს გასროლა და ესკალაცია უნდა მოჰყოლოდა, რაც საბედნიეროდ არ მოხდა“, – წერს ქადაგიძე.