მედია: ისრაელმა თეირანში ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობა დაბომბა (ვიდეო)

ისრაელის საჰაერო ძალებმა, ცოტა ხნის წინ, თეირანში ირანის სახელმწიფო მაუწყებლის, IRIB-ის ოფისები დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ამასთან, ვრცელდება თავდასხმის მომენტის ამსახველი კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ისრაელის დარტყმის შედეგად სახელმწიფო ტელევიზიის მაუწყებლობა შეწყდა, წამყვანი კი სტუდიიდან გაიქცა.

გარდა ამისა, გავრცელებულ კადრებში ეკრანი ნამსხვრევებითა და კვამლით ივსება და ისმის ხმა: „ალაჰუ აკბარ“.

მანამდე, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა გამოსცეს ევაკუაციის გაფრთხილება თეირანის იმ რაიონისთვის, სადაც IRIB-ის შტაბ-ბინა მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები