მედია: ირანში „მოსადთან“ დაკავშირებული კიდევ ხუთი პირი დააკავეს

ირანული მედიის ცნობით, დასავლეთ ირანში ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადთან“ დაკავშირებული კიდევ ხუთი პირი დააკავეს, რომლებსაც ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე დრონები გადაჰქონდათ.

Press TV-ის ინფორმაციით, დასავლეთ ირანში, ლორესტანის პროვინციაში, ისრაელის კუთვნილი დრონებითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ორი სატვირთო მანქანა დააკავეს.

გარდა ამისა, სააგენტო YJC ლორესტანის მოადგილეზე დაყრდნობით იუწყება, რომ პროვინციაში ისრაელის ქმედებებთან დაკავშირებული რამდენიმე პირი დააკავეს.

„ირანის უსაფრთხოების ძალებმა… ლორესტანში „მოსადთან“ დაკავშირებული ხუთი უცხოელი ტერორისტი დააკავეს, რომლებსაც ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული თვითმკვლელი დრონები გადაჰქონდათ და რომლებიც ისრაელის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ირანელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, ტერორისტული თავდასხმებისთვის იყო განკუთვნილი“, – ნათქვამია ტელეარხის Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები