ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავრცელებს.
„საჰაერო ძალები საფრთხის აღმოსაფხვრელად მუშაობენ“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც ირანმა ქვეყნის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, ჰაიფას რაიონსა და მთელ ჩრდილოეთ ისრაელში სირენების ხმა ისმის.
IDF მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.