ბოლნისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბოლნისელ სპორტსმენებს 8 მარტი მიულოცა

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისელ სპორტსმენებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა,“- ინფორმაციას ამის შესახებ ბოლნისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ბუბა გობეჯიშვილმა ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის წარმომადგენლებთან ერთად ფრენბურთელ გოგონებსა და მათ მწვრთნელებს 8 მარტი მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის გოგონათა გუნდმა  მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ  საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე  თოვლის ფრენბურთში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. ბუბა გობეჯიშვილმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და წინსვლა უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები