„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა

  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომაზე საუბარი შეეხო პარტიულ საორგანიზაციო საკითხებს. პოლიტსაბჭოს წევრებმა ასევე ისაუბრეს  ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ შორის, განიხილეს საარჩევნო კოდექსი და საარჩევნო სისტემის სიახლეები. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც ესწრებოდა, თუმცა მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები