„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

   “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” რამდენიმე საკითხი განიხილა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების კონფერენციების ჩატარების თარიღისა და წესის განსაზღვრის თაობაზე  დებულებაში ცვლილებების შეტანა; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების ადგილობრივი პოლიტიკური საბჭოს ფუნქციების განსაზღვრისა და მათი არჩევის წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანა; ქალაქ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარისა და ადგილობრივი პოლიტიკური საბჭოს არჩევნების, მერობის კანდიდატისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატების გამოსავლენი პრაიმერიზის ჩატარების ზოგადი წესი. პარტიის წევრებმა სხვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც იმსჯელეს. გიგი უგულავა კენჭს “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე იყრის. ამის შესახებ უგულავამ “ტელეიმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა და განმარტა, რომ კენჭისყრა 1 მარტს, “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე გაიმართება. “მე 1 მარტს, როცა ჩატარდება “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა, ვაპირებ ვიყარო კენჭი პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე. რაც შეეხება ჩემს დანარჩენ პოლიტიკურ გეგმებს, ამაზე სწორედ 1 მარტს ვისაუბრებ”, – აღნიშნა გუშინ უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები