ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" ოფისში მმართველ გუნდს ხვდება

   რამდენიმე წუთში “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის გაფართოებული სხდომა დაიწყება. სხდომის წევრები ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან. როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული და მათი განხილვა უნდა მოხდეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, განხილვის ყველაზე მთავარი თემა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები იქნება, რომელიც ბიურომ ორშაბათს დაარეგისტრირა.
„საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით იქნება საუბარი, კონკრეტულად – თუ რა მიღწევები გვაქვს, ასევე, გარანტირებული არგაყალბების სისტემაზე. ასევე მთელი რიგი საკითხებია, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები