აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ვეტერანებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს.

მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანებს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნო, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრაზე ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თბილისში მცხოვრებ დევნილ ვეტერანებს უკვე შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები