რუსების იერიშს ზაპოროჟიეზე მსხვერპლი მოჰყვა

რუსებმა ქალაქ ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქში, სულ მცირე, ოთხი აფეთქება გაისმა.

ბოლო ცნობებით, დაღუპულია ერთი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 24, მათ შორის არის 2 თვის ჩვილი.

„მტერი ისევ უტევს ქალაქს. ზაპოროჟიეში სულ მცირე, 4 აფეთქება იყო. წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი“, – განაცხადა ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა.

მისივე თქმით, დაშავებულთა შორის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ოთხი თანამშრომელია, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

„ხუთი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, კიდევ ხუთი დაშავებულის მდგომარეობას კი მედიკოსები საშუალოდ აფასებენ. მათ შრის, ორი მაშველია“, – ამბობს ფედოროვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები