ოლაფ შოლცი – უკრაინაში მშვიდობისგან ჯერ კიდევ შორს ვართ

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევამდე ჯერ კიდევ შორია და ქვეყნის მოკავშირეებმა მისი უსაფრთხო მომავალი უნდა უზრუნველყონ.

შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინის პარტნიორი ქვეყნები უსაფრთხოების გარანტიების საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავენ.

„კარგი ამბავი იქნება, თუ უკრაინაში ომი დასრულდება, მაგრამ, მაშინაც კი, ჩვენ მაინც მოგვიწევს უკრაინის უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა. შემდეგ საუბარი შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს და ასევე იმას, თუ როგორ შეუძლია უკრაინას შეინარჩუნოს ძლიერი არმია, რომლის შეიარაღებასაც ერთად შევძლებთ. ჩვენ უახლოეს მომავალში განვიხილავთ ამას ჩვენს მოკავშირეებთან“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელების გარეშე არაფერი უნდა გადაწყდეს.

გერმანიის კანცლერმა ასევე განმარტა, რომ ქვეყანას აქვს ბიუჯეტის დეფიციტი 25 მილიარდი ევროს ოდენობით და, შესაბამისად, ახლა არ შეუძლია უკრაინას დახმარება გაუზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები