ბრიტანეთის ელჩი: გვინდა, ვიხილოთ, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება და გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული საქართველოში – ეს არის ამ სანქციების მიზანი
“ჩვენ გვინდა, ვიხილოთ, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება და გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული საქართველოში, ეს არის სანქციების მიზანი”, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა განაცხადა.
ელჩი ამბობს, რომ მომავალ სანქციებზე კომენტარს წინასწარ არ გააკეთებს.
„ჩვენ არ ვაკეთებთ წინასწარ კომენტარს სანქციებთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რაც უკვე გააკეთა გაერთიანებულმა სამეფომ, გამოაცხადა სანქციები რამდენიმე ქართველი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება და გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული საქართველოში. ეს არის ამ სანქციების მიზანი. მე არ გავაკეთებ კომენტარს მომავალ სანქციებზე“, – განაცხადა ელჩმა.