თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ელისაშვილიც ესწრება და აღნიშნავს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ შეეცვალა.

შეგახსენებთ, ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები