გორის მერია განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული მიმართულებების განვითარების ხელშეწყობას 2025 წელსაც აგრძელებს
„გორის მუნიციპალიტეტის მერია განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული მიმართულებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამების განხორციელებას 2025 წელსაც აგრძელებს“, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობა შეუძლიათ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსახლეობას და მოქმედ გაერთიანებებს.
“პროგრამებში ჩართვის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას, წარმოადგინონ პროექტი/ინიციატივა და მოითხოვონ თანადაფინანსება.
განაცხადი განიხილება და გადაწყვეტილების მიღება მოხდება პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით. •გორის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა • სპორტული ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა • კულტურული ღონისძიებების/პროგრამების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა ახალგაზრდული ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.