“პოლიტიკური დაკვეთაა, რომ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვიან, ყველა დონეზე შეუქმნან პრობლემები”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
“დიფ სთეითის” თუ გლობალური ომის პარტიის საცეცები ყველგან არა, საბედნიეროდ, მაგრამ ბევრგან არის შეღწეული – საერთაშორისო ინსტიტუციებში, საერთაშორისო მედიებში და ა.შ. კლასიკური მაგალითი არის ზუსტად ეს – ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული პირდაპირი შტურმი: ჯერ ერთი ბანკის გაკოტრებით, როდესაც ხელმისაწვდომობა პირდაპირ დაუშალეს ბიძინა ივანიშვილს, შემდეგ მეორე ბანკს მიადგნენ და ახლა – რაც თქვენ ბრძანეთ მედიასთან დაკავშირებით.
აქ სამართლებრივი პროცედურები არაფერ შუაშია, რადგან აქ არის პოლიტიკური დაკვეთა, რომ ისეთი ტიპის ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვიან, ყველა დონეზე უნდათ, რომ შეუქმნან პრობლემები. როდემდე შეიძლება, ვერ გაიგონ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მიდის არაფერზე, რაც ეწინააღმდეგება თავისი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს,” – აცხადებს მაჭარაშვილი.