”ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბები დიდი ხანია, ფინანსური დავის ჩარჩოებს გასცდა” – ჩიხელიძე

“ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, საკონსულტაციო კომპანიას, Julius Baer-ის წინააღმდეგ დაწყებულ დავასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების პრობლემას წააწყდნენ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სახეზეა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწყებული მიზანმიმართული ბრძოლა.

“უცხოური მედია უარს აცხადებს ინფორმაციის გავრცელებაზე, იმავე შემთხვევა იყო წლების უკან, როცა დასავლური მედია კრედით სუისის საქმეს არ აშუქებდა. საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ ბრძოლასთან, სადაც ერთი ჯგუფის მიერ მართული, სხვადასხვა ორგანიზაციების კოორდინირებულ მოქმედებას ვხედავთ!

დღეს, დასავლეთში სიტყვის თავისუფლება კრიტიკულად დაბალ ნიშნულზე იმყოფება, თავისუფალი მედია კი რეანიმაციაში სულს ღაფავს! ინფორმაციის შეგნებული დაბლოკვა, ამსხვრევს დემოკრატიის მიმართ ქართველი ხალხის წარმოდგენას!

სამწუხაროდ, დასავლეთში არსებული რეიტინგული მედია, კონკრეტული ჯგუფის გავლენების ქვეშ იმყოფება, რაც მათ მართვად მედიად აქცევს!

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბები დიდი ხანია, ფინანსური დავის ჩარჩოებს გასცდა”, – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები