ველოდები, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესს წინ წასწევს – მარკო რუბიო

მე ველოდები, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესს წინ წასწევს და იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენი და მათი ეროვნული ინტერესები დაემთხვევა, ჩვენ ველოდებით მათთან თანამშრომლობას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპმა გამოსვლაში ისაუბრა, რომ გლობალურ პოლიტიკაში მისი მიზანი არის კონფლიქტების თავიდან აცილების ხელშეწყობა.

„ჩვენს რესპუბლიკაში ამომრჩევლები წყვეტენ ჩვენი ქვეყნის კურსს, როგორც საშინაოს, ისე საგარეოს და მათ აირჩიეს დონალდ ტრამპი ჩვენს პრეზიდენტად, როდესაც საქმე ეხება ჩვენს საგარეო პოლიტიკას ძალიან მკაფიო მისიით. ეს მისიაა იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა იყოს ფოკუსირებული ერთ რამეზე და ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წაწევა, რომლებიც მათ მკაფიოდ განსაზღვრეს საარჩევნო კამპანიის დროს.

მთელ მსოფლიოში ჩვენი სამუშაო იქნება, უზრუნველვყოთ, რომ ჩვენ გვაქვს საგარეო პოლიტიკა, რომელიც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს წინ წევს. მე ველოდები, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესს წინ წასწევს. იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენი და მათი ეროვნული ინტერესები დაემთხვევა, ჩვენ ველოდებით მათთან თანამშრომლობას. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გუშინდელ გამოსვლაში ისაუბრა, რომ გლობალურ პოლიტიკაში მისი მიზანი არის მშვიდობა, კონფლიქტების თავიდან აცილების ხელშეწყობა და არცერთი უწყება არ იქნება ამ მხრივ იმაზე მნიშვნელოვანი, როგორც ეს დეპარტამენტი“, – განაცხადა რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებთან გაცნობითი შეხვედრისას.

რუბიოს თქმით, სწორედ ამის გაკეთებას აპირებს ტრამპის ადმინისტრაცია – მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობას, რადგან ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები