რომელი ქუჩების და გზების კაპიტალური რეაბილიტაცია მოხდება ოზურგეთში ქალაქსა და სოფლებში – ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მერიის სხდომაზე ავთანდილ თალაკვაძემ ისაუბრა
რომელი ქუჩების და გზების კაპიტალური რეაბილიტაცია მოხდება ოზურგეთში ქალაქსა და სოფლებში – ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მერიის სხდომაზე ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ვრცლად ისაუბრა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 9 167 587 ლარი უკვე გამოეყო, რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება და უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება 20 პროექტზე, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 17 311 335 ლარს.
“ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში უნივერსიტეტისა და მეცნიერების ქუჩის რეაბილიტაცია. დაიხარჯება 997 306 ლ; იაკობ შემოქმედელის 1-ელი და მე-2 შესახვევების რეაბილიტაცია, რაზეც ჯამში 0.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება; ლესელიძის ქ. მე-3 შესახვევისა და ჯანაშიას ქუჩის მონაკვეთის გზის სავალი ნაწილისა და სანიაღვრე არხების მოწყობა – დაიხარჯება 366 955 ლ; დაბა ურეკში გავაკეთებთ გოგუაძის ქუჩის, მაგნეტიტის ქუჩის, წერეთლის და კიდევ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციას, რაზეც ჯამურად დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯება; ქ. ოზურგეთში თავართქილაძის ქუჩიდან სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები – დაიხარჯება 297 480 ლ; ქ. ოზურგეთში სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია – დაიხარჯება 1 015 139 ლ; ფარნავაზ მეფის ქუჩის მე-3 შესახვევის რეაბილიტაცია – დაიხარჯება 320 000 ლ; წმ. გიორგის ქ. მე-2 შესახვევის გზის რეაბილიტაცია – დაიხარჯება 240 977ლ; სოფელ შემოქმედში ვგეგმავთ 26-ე და მე-13 ქუჩების შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას – რაზეც 1 256 739 ლ. დაიხარჯება; სოფელ ძიმითში ვგეგმავთ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას – ჯამში 2 204 736 ლარს დავხარჯავთ; ასევე, ვგეგმავთ სოფელ ნაგომარში შუა ისნარისა და ადმინისტრაციული შენობის უკან მდებარე გზების რეაბილიტაცია – დაიხარჯება 1 058 280 ლ; სოფელ ჯუმათში გაკეთდება იანეთის უბანში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია – დაიხარჯება 253 460 ლ; სოფელ მელექედურში, მე-4 და მე-14 ქუჩების რეაბილიტაცია – დაიხარჯება 2 200 000 ლ; სოფელ ნატანებში გავაკეთებთ 39-ე ქუჩის რეაბილიტაციას – დაიხარჯება 2 565 000 ლ; ნატანებში ასევე, ვგეგმავთ რკინიგზის სადგურთან მე-20 ქუჩის რეაბილიტაციას – დაიხარჯება 950 000 ლ; დაბა ნარუჯაში კი მე-5 ქუჩის რეაბილიტაციას ვაპირებთ, რაზეც 2 119 439 ლარი დაიხარჯება,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.
როგორც ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნა, შემდეგ სხდომებზე საზოგადოებას ახალი ინფრასტრუქტურულ პროექტების შესახებ ინფორმაცია კვლავ მიეწოდება.