“ჰეზბოლას” უფროსი მეთაური ლიბანში, სახლთან მოკლეს

“ჰეზბოლას” ტერორისტული დაჯგუფების უფროსი მეთაური, შეიხ მუჰამად ჰამადი ლიბანის ქალაქ მუშგარატანში, საკუთარ სახლთან მოკლეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჰამადის საკუთარი სახლის წინ ორი სხვადასხვა მანქანიდან ექვსჯერ ესროლეს.

მომხდართან დაკავშირებით ლიბანში გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთი ლიბანური გამოცემის მტკიცებით, მკვლელობის მიზეზი რამდენიმეწლიანი პირადი დაპირისპირებაა და მას პოლიტიკური მოტივები არ აქვს.

ცნობისთვის, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ღაზას სექტორში ისრაელსა და “ჰამასს” შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 15 იანვარს მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები