ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, დამატებით კიდევ აშენდება სპორტული მოედნები

ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, დამატებით კიდევ აშენდება სპორტული მოედნები. კერძოდ, საქართველოს მთავრობისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით, მოედნების ასაშენებლად ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია და მალე დაიწყება ახალი მოედნების მშენებლობა.

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ სხდომაზე აღნიშნულზეც გაამახვილა ყურადღება.

“სოფელ ნატანების მე-12 ბრიგადის დასახლებაში სტადიონის მშენებლობა – დაიხარჯება 83 979 ლ. სოფელ შემოქმედში, კვირიკეთის უბანში მინი სტადიონის მშენებლობა – დაიხარჯება 55 146 ლ; ძიმითი-ნასაკირალში, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნის მოწყობა – დაიხარჯება 61 161 ლარი; ქ. ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე (ექადია) სტადიონის მოწყობა – დაიხარჯება თანხა: 71 549 ლ; გრიშაშვილის ქუჩაზე ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა – დაიხარჯება 112 102 ლ. აქვე გეტყვით, რომ მალე დავასრულებთ დ. ბაქრაძის ქუჩაზე, სპორტული მოედნისა და სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს (თანხა: 175 141 ლ) ასევე, სოფელ ნატანებში, საკუპრის უბანში ფეხბურთის სტადიონის მოწყობას (თანხა: 62 493 ლ),“- განაცხადა მერიის დღევანდელ სხდომაზე ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები