“შვეიცარიული ბანკი უპრობლემოდ ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილს, ვიდრე ის განცხადებებს გააკეთებდა გლობალური ომის პარტიასთან და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, საარჩევნო კამპანიაში ჩარევასთან დაკავშირებით” – ბოჟაძე

“შვეიცარიული ბანკი უპრობლემოდ ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილს, ვიდრე ის განცხადებებს გააკეთებდა გლობალურ ომის პარტიასთან და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, საარჩევნო კამპანიაში ჩარევასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს.

“იცით, რომ ბანკი უპრობლემოდ ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივად 29 აპრილამდე, ვიდრე ის იმ განცხადებებს გააკეთებდა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, იგივე გლობალურ ომის პარტიასთან დაკავშირებით, ქვეყნის გარედან, შიდა პოლიტიკაში, საარჩევნო კამპანიაში ჩარევასთან დაკავშირებით, სწორედ ამის მერე აირია ბანკის და მისი კლიენტის ურთიერთობა, თუმცა ეს იქნებოდა შერაცხული კომპანიის და კერძო პირის ურთიერთობებზე, რომ არა მეორე საკითხი, რომელიც უკავშირდება ამავე ბანკში ბაჩიაშვილის ანგარიშებს, რომლებსაც, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი რამ აქვს დასამალი. ამიტომაც, ბანკი, გარკვეული ძალების მიერ დავალებით, ერთი მხრივ, პრობლემებს უქმნის ბიძინა ივანიშვილს, მეორე მხრივ, ეხმარება ბაჩიაშვილს სიმართლის დამალვაში”, – აცხადებს ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები