ლევან მახაშვილი: მასშტაბური შეტევა იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ქვეყანაში მშვიდობის გარანტს წარმოადგენენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის ომის შემდეგ, ქვეყანა არ შევიდა სხვადასხვა ტიპის ესკალაციაში რუსეთთან

“უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ქვეყანა ნებით თუ უნებლიეთ უნდა შესულიყო სხვადასხვა ტიპის ესკალაციაში რუსეთთან, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ და, სამწუხაროდ, აქედან იწყება უფრო მასშტაბური შეტევა იმ ადამიანებისადმი და იმ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, რომლებიც ამ ქვეყანაში წარმოადგენენ მშვიდობის გარანტს“, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„ინტერესი ამ შემთხვევაში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იყო, რომ ეს ქვეყანა ნებით თუ უნებლიეთ შესულიყო სხვადასხვა ტიპის ესკალაციაში რუსეთთან, იქნებოდა ეს სანქციების დაწესება, მებრძოლების გაგზავნა, საზღვრების დაკეტვა, სივრცის ჰაერით დაკეტვა და ა.შ. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ და, სამწუხაროდ, აქედან იწყება უფრო მასშტაბური შეტევა იმ ადამიანებისადმი და იმ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, რომლებიც ამ ქვეყანაში წარმოადგენენ მშვიდობის გარანტს და სტაბილურობის გარანტს. მათ შორის, რა თქმა უნდა, სათავეში არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა მახაშვილმა.

გიორგი ბაჩიაშვილი „ქრონიკასთან“ ინტერვიუში აღიარებს, რომ პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული. მან აღიარა აქციების დაფინანსებაც, თუმცა სად და რამდენს რიცხავს, არ აკონკრეტებს. ბაჩიაშვილმა თქვა ისიც, რომ მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებები შესაძლოა გარკვეულ საკითხებში ემთხვეოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები