თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანა ტყებუჩავას პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობის, ანა ტყებუჩავას პროცესი მიმდინარეობს.

მას 2025 წლის 9 იანვარს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან.

“ძალიან ფრთხილი და კანონმორჩილი ადამიანი ვარ. ყოველთვის ვცდილობ კარგი მაგალითი ვიყო მოზარდებისთვის. საჯაროდ სიგარეტის მოწევასაც კი თავი დავანებე, რადგან ეს არ გახდეს მათთვის მიმბაძველი, არათუ კანონის დარღვევა. რადგან ცნობადი სახე ვარ არ ვთვლი, რომ კანონს თავი უნდა ავარიდო, პირიქით, ამიტომ ვარ აქ და ვთვლი, რომ კანონი უნდა იყოს თანასწორი ყველასთვის”, – განაცხადა ტყებუჩავამ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები