გურამ მაჭარაშვილი: ევროპარლამენტი აქციეს ისეთ ინსტრუმენტად, რომელსაც იყენებენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან მშვიდობისთვის და სუვერენიტეტისთვის თავიანთ ქვეყანაში

„სამწუხაროდ, ევროპარლამენტი აქციეს ისეთ ინსტრუმენტად, რომელსაც იყენებენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან მშვიდობისთვის და სუვერენიტეტისთვის თავიანთ ქვეყანაში“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ ევროპარლამენტარები საქართველოს წინააღმდეგ ფულის სანაცვლოდ აკეთებდნენ უსამართლო განცხადებებს.

„მერე აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ მართლები ვიყავით თუნდაც იმის გამო, რომ ევროპარლამენტარებს დააპატიმრებდნენ კორუფციის გამო. ეს კორუფცია გამოიხატებოდა სწორედ იმაში, რომ ურიცხავდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან სხვადასხვა ძალებით თანხებს იმიტომ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ამ შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ გაეკეთებინათ აბსოლუტურად უსამართლო განცხადებები. განცხადება ევროპარლამენტარების, რომლებიც ერთი და იგივე წრეზე ტრიალებენ, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რომელზეც უკვე თვითონ სააკაშვილის მომხრეებსაც აღარ აქვთ პრეტენზია, ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ უკვე სხვა დღის წესრიგი აღარ გააჩნია აი ამ ევროპარლამენტარს და ფული აქვს აღებული და, შესაბამისად, იძულებულია ასეთი განცხადებები გააკეთოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები