გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონი იმიტომ მივიღეთ, რომ გვინდოდა შავი ფული არ გადმორიცხულიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ
„გამჭვირვალობის კანონი ამიტომ მივიღეთ, ამიტომ იყო ორჯერ ატეხილი აქ მთელი ამბავი, გამჭვირვალობის კანონი გვინდოდა იმიტომ, რომ შავი ფული არ გადმორიცხულიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკამ ხელი არ უნდა შეუწყოს სხვა ქვეყანაში არეულობას.
„ტრამპის ბრძანებაში ზუსტად ეს წერია, არ უნდა გადაირიცხოს თანხები იმისთვის, რომ მშვიდობის წინააღმდეგ გამოვიდეს ვინმე სხვა ქვეყანაში. ანუ ამერიკამ ხელი არ უნდა შეუწყოს სხვა ქვეყანაში არეულობას. რასაც ჩვენ ვითხოვდით, ზუსტად იგივე გაიმეორა ახლა ტრამპმა, ოღონდ უკვე ბრძანებით და არა მხოლოდ განცხადებით. ასე რომ მისასამძიმრებელი ნამდვილად აქვს აქაურ არასამთავრობო სექტორს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობილია, რომ ამერიკული დაფინანსება, დონალდ ტრამპის განკარგულებით, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეუწყდებათ.