„პუტინს არა მარგველაშვილი, არამედ ღარიბაშვილი უნდა შეხვდეს“

    უშიშროების ყოფილი მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე უფრო მეტად შედეგის მომტანი რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იქნება.
“საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა, დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან და საქართველოს პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე, მე აბსოლუტურად არაეფექტურად მიმაჩნია. პრემიერთან შეხვედრა, ალბათ, უფრო ქმედითი, არსებითი და შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე პრეზიდენტთან შეხვედრა “, – აღნიშნა ვალერი ხაბურძანიამ.
ხაბურძანიას განცხადებით, იგი მიესალმება საქართველოს ინტეგრაციას ევროპაში, თუ ეს იქნება გონივრულ ფარგლებში, საქართველოსთვის სასურველი ფორმით. ამასთან, ასოცირების ხელშეკრულებაზე საუბრის კონტექსტში, უშიშროების ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ “ასოცირების ხელშეკრულება ჩვენ ვალდებულებებს უფრო მოგვცემს, ვიდრე უფლებებს”. “მე ვარ მომხრე, საქართველო რომელიღაც პოლიტიკურ რეგიონულ გაერთიანებაში მოხვდეს, რაც შეიძლება დროზე და სწრაფად, თუ ეს არმოხვედრა გაიჭიმება, საქართველო კარგავს სხვა სივრცეში მოხვედრის შესაძლებლობას. ჩვენ თუ დავრჩით ამ სივრცის გარეშე, ქვეყანას კატასტროფა ემუქრება. დიდი რეგიონული გაერთიანებების გარეშე საქართველოს ტიპის ქვეყანა ელემენტარულად ვერ იარსებებს”, – განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები