ლიტერატურული კონკურსის – „მუზა 2024“-ის გამარჯვებულები ცნობილია

მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსი „მუზა 2024“ დასრულდა. მწერალთა სახლის ინფორმაციით, ჟიურის წევრები იყვნენ: მანანა კვაჭანტირაძე, ივანე ამირხანაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, პაატა ჩხეიძე, ლევან ბერიძე.
გამარჯვებულთა სია:
წლის საუკეთესო რომანი – მაკა ჯოხაძე, „ისკარიოტის ეკლები“.
წლის საუკეთესო პროზაული კრებული – ნინო გუგეშაშვილი, „ჩაი ნანგრევებზე“.
წლის საუკეთესო პოეტური კრებული – ბადრი სულაძე, „ძახველის სისხლი“.
წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესეი – გიორგი ყარყარაშვილი, „სამშობლოს ამარა“.
წლის საუკეთესო დებიუტი (აღმოჩენა) – სალომე ტაბატაძე – სეხნიაშვილი, „ქარვა“.
წლის საუკეთესო თარგმანი – ნენე გიორგაძე, კარლო კაჭარავას საიუბილეო ორენოვანი პოეტური კრებული და
ნინი ქუთელია, ლუციუს ანეუს სენეკა „ფედრა“.
წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია – მაია ჯალიაშვილი, წერილები თანამედროვე ქართულ რომანზე.
წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება – სალომე კაპანაძე, „მე არსად წავსულვარ“.
წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი – კონსტანტინე გამსახურდია, „ისტორიულ-ლიტერატურული ათინათები“.
ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პრემია „მუზა“ გადაეცა პოეტსა და მთარგმნელს, ნუნუ გელაძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები