ლამისყანა, ჯამბაკურ ორბელიანთა სასახლე-მუზეუმი – ბადრი ვადაჭკორიას ფოტორეპორტაჟი

ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია ფეისბუქის გვერდზე ლამისყანის ჯამბაკურ ორბელიანთა სასახლის ფოტოებს აქვეყნებს.
„ლამისყანა, ჯამბაკურ ორბელიანთა სასახლე მუზეუმი, პირველი სამი ფოტო 2020 წლის 28 მარტსაა გადაღებული, დანარჩენი კი, როგორც დაგპირდით – 2025 წლის 18 იანვარს.
მე თვითონ მაინტერესებდა, თუ როგორ გამოიყურებოდა ახლა ეს ულამაზესი სასახლე-მუზეუმი. როგორც ხედავთ, გარედან, სახურავი, აივნები, ფასადი სრულიად განახლებულია და ძალიან ლამაზად გამოიყურება, ამ მუზეუმთან მრავალწლიანი მეგობრობა და სიყვარული მაკავშირებს, პირველ რიგში, იმ არაჩვეულებრივი ხალხის გამო, რომლებიც აქ მუშაობენ და სიგიჟემდე უყვართ თავიანთი საქმე, ყველა პროფესიონალია.
რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ქ-ნ სოფიო ცუცუნაშვილ-ფავლენიშვილს გამოვყოფ, რომელიც, თანამედროვე სტატუსით, მენეჯერია ჯერ კიდევ 1985 წლიდან, რაც ეს მუზეუმი არსებობს. ასე რომ, მე ვთხოვ ქ-ნ სოფიოს, უპასუხოს თქვენს შეკითხვებს მუზეუმის შესახებ. ასევე, იმედი მაქვს სხვებიც დაგვეხმარებიან, შეძლებისდაგვარად…. დიდი მადლობა და გთხოვთ, თავი შეიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან…
მადლობა ყველას, ვისაც ლამისყანა გიყვართ და გული შეგტკივათ..
p.s. წინა პოსტს 48 საათის განმავლობაში 300 000-ზე მეტი მნახველი და ათასობით მომწონებელ-გამზიარებელი ჰყავდა, რა თქმა უნდა, მიხარია ჩემი ქართველების ასეთი ინტერესი, სიყვარული და სიხარული ქართული ძეგლებისა და ისტორიისადმი“… – წერს ბადრი ვადაჭკორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები