ტიერი მარიანი: 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, არცერთმა ქვეყანამ არ შემოიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მარტო დარჩით და ამიტომ აბსოლუტურად მესმის, რატომაც არ შემოიღებს თქვენი ქვეყანა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

როდესაც პორტუგალიაში, ირლანდიაში, საფრანგეთში ცხოვრობ, ძალიან მარტივია ილაპარაკო – საზღვრები დავბლოკოთ, ვაჭრობა შევწყვიტოთ, სანქციები დავუწესოთ რუსეთს. როდესაც რუსეთის საზღვართან იმყოფები, ეს იგივე არ არის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.

„ვფიქრობ, მთავრობის ფუნქციაა იფიქროს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მე სრულად მესმის, რატომ არ შემოიღეთ სანქციები. სერბეთმაც უარი განაცხადა სანქციებზე და ეკონომიკა საკმაოდ ჯანსაღი აქვთ, უნგრეთმაც უარი განაცხადა, რადგან იაფი ენერგომატარებლები გვაქვს და რას მივიღებთ ინდუსტრიისთვის, რომ სანქციები დავაწესოთ? შეხედეთ ქვეყნებში სიტუაციას, რომლებმაც სანქციები შემოიღეს, დავაკვირდეთ გერმანიასა და საფრანგეთს – ძალიან ცუდია მდგომარეობა, რადგან ენერგომატარებლების ფასი ურტყამს კომპანიებს. მე დიდი ხანია ვმოღვაწეობ პოლიტიკაში. 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, ამ მომენტში არცერთმა ქვეყანამ არ შემოიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. თქვენ მარტო დარჩით და ამიტომ აბსოლუტურად მესმის, რატომაც არ შემოიღებს თქვენი ქვეყანა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. იმავეს გავაკეთებდი, პირველ რიგში საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და არა ქალბატონი ფონ დერ ლაიენის ინტერესებით“, – განაცხადა ტიერი მარიანიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები