ავთანდილ კუნჭულია: საქართველო, მთელი ამ დროის განმავლობაში ურყევად განაგრძობს სვლას ევროკავშირისკენ
,,საქართველო, მთელი ამ დროის განმავლობაში ურყევად განაგრძობს სვლას ევროკავშირისკენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსმა, ავთანდილ კუნჭულიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარს აზრი არ აქვს.
„საქართველო, მთელი ამ დროის განმავლობაში ურყევად განაგრძობს სვლას ევროკავშირისკენ. რაც მალე გაიაზრებენ ის ევროპელი ბიუროკრატები, კონკრეტული ორგანიზაციები, თუ ქვეყნები, რომ საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარს აზრი არ აქვს და ეს მხოლოდ კონტრპროდუქტიულია თავად მათთვის, მით მალე დარეგულირდება სიტუაციები“, – აღნიშნა კუნჭულიამ.