არჩილ გორდულაძე: როდესაც გვსაყვედურობენ ევროკავშირის გზიდან გადახვევას, უნდა მოაყოლონ განმარტება, რა იგულისხმება ამაში

,,როდესაც გვსაყვედურობენ [ევროკავშირის] გზიდან გადახვევას, აუცილებლად უნდა მოაყოლონ განმარტება, თუ რა იგულისხმება ამ გზიდან გადახვევაში”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათთვის მხოლოდ თანასწორუფლებიანი დამოკიდებულებაა მისაღები.

„როდესაც გვსაყვედურობენ [ევროკავშირის] გზიდან გადახვევას, აუცილებლად უნდა მოაყოლონ განმარტება, თუ რა იგულისხმება ამ გზიდან გადახვევაში და რა არის შინაარსში. ჩვენთვის არ არის ევროპა, რომლიდანაც გვთხოვენ ბავშვებში სქესის შეცვლის დაშვებას, რომ ლგბტ პროპაგანდა იყოს ბაღებსა და სკოლებში, რომ გაუმჭვირვალობა ეს არის წესი. რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ უსამართლო განცხადებებს ვისმენთ ხოლმე. ჩვენთვის მისაღებია მხოლოდ თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება – ისე, როგორც შეეფერება ქართველ, ღირსეულ ხალხს“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები