“ტრამპის ადმინისტრაცია რადიკალურად შეიცვლის მიდგომებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისეთ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა” – მათიკაშვილი
“ტრამპის ადმინისტრაცია რადიკალურად შეიცვლის მიდგომებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის საქართველო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
“ილონ მასკმა გადააზიარა ცნობილი ექსპერტის ის ინტერვიუ, რომელშიც, ცალსახად, აშშ-ის, ბაიდენის ადმინისტრაციის ნეგატიურ როლზეა ხაზი გასმული საქართველოსთან მიმართებით. ეს ცალსახად მეტყველებს და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რადიკალურად შეიცვლის მიდგომებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის საქართველო”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.