უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების კოორდინაციას ნატო განახორციელებს. აქამდე ეს ფუნქცია აშშ-ის ხელში იყო,- ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აქამდე სამხედრო დახმარების კოორდინაცია „რამშტაინის“ ჯგუფის ფარგლებში ხდებოდა, რომელსაც აშშ უდგას სათავეში. მასში 50-მდე ქვეყანა შედის. შეხვედრები გერმანიაში, ამავე სახელწოდების ავიაბაზაზე მიმდინარეობდა.
ახლა დახმარების კოორდინაცია ნატო-ს მისიის, „ნატოს წვრთნა და დახმარება უკრაინისთვის“ (NSATU), ხელში გადავიდა. ორგანიზაციის შტაბ-ბინა გერმანიის ქალაქ ვისბადენში მდებარეობს. მისიის შექმნის გადაწყვეტილება ნატო-ს ქვეყნებმა 2024 წლის ივლისში, ვაშინგტონში მიიღეს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნატო უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების კოორდინაციას გეგმავს, ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში ვრცელდებოდა.
NSATU-ში 700-მდე ადამიანი იმუშავებს.