ტერაფლუ ფორტეს მიღებამდე ეს უნდა იცოდეთ — სიფრთხილის ზომები

გრიპითა და გაციებით გამოწვეული თავის, კუნთების თუ სახსრების ტკივილის, მაღალი ტემპერატურისა და თანამდევი სიმპტომების შემსუბუქება ტერაფლუ ფორტეს აბებითაც შეგიძლიათ. პოპულარული პრეპარატის — ტერაფლუს ჩაის შესახებ ბლოგს აქ გაეცნობით, ამ სტატიაში კი ტერაფლუ ფორტეზე მოგიყვებით. გაგაცნობთ როგორც პრეპარატის მიღების წესს, ასევე განსაკუთრებულ მითითებებს.

მსგავსად ტერაფლუს სხვა პრეპარატებისა, ტერაფლუ ფორტეს მთავარი შემადგენელი ნივთიერებაც პარაცეტამოლია, შესაბამისად მედიკამენტის ანოტაცია განსაკუთრებული ყურადღებით უნდა წაიკითხოთ მის მიღებამდე, კითხვების შემთხვევაში კი უნდა მიმართოთ ექიმს.

ტერაფლუ ფორტეს მიღების წესი

ტერაფლუ ფორტეს მიღების დოზისა და სიხშირის შესახებ, სასურველია კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან გაიაროთ. ანოტაციის მიხედვით კი, ტერაფლუ ფორტე 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებმა არ უნდა მიიღონ, ხანდაზმული პირებისთვის კი, პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ მოიპოვება.

ანოტაციის მიხედვით, 12 წლის ან უფროსი ასაკის პაციენტებს ტერაფლუ ფორტეს მიღება შეუძლიათ ყოველ 6 საათში ერთხელ 1 აბის სახით. 24 საათის განმავლობაში 6 აბზე მეტის მიღება არ არის რეკომენდებული. არც 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაშია მედიკამენტის მიღება რეკომენდებული. მედიკამენტი უნდა მიიღოთ წყლის საკმარისი რაოდენობის დაყოლებით.

განსაკუთრებული მითითებები ტერაფლუ ფორტეს მიღებამდე:

გახსოვდეთ, რომ ტერაფლუ ფორტეს მიღება ბავშვებისთვის 12 წლამდე არ შეიძლება. რეკომენდებულია მედიკამენტის მიღება მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუკი გაწუხებთ თირკმლის, ან ღვიძლის უკმარისობა მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან. ხოლო თუკი გაწუხებთ ღვიძლის, ან თირკმლის მწვავე უკმარისობა ტერაფლუ ფორტეს მიღება საერთოდ არ არის რეკომენდებული.

ტერაფლუ ფორტეს ( THERAFLU FORTE) მიღება დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში:

● თუ თქვენ ალერგიული რეაქცია გაქვთ მედიკამენტის შემცველი აქტიური, თუ დამხმარე კომპონენტების მიმართ.
● თუ ახლა იღებთ, ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში იღებდით პარკინსონის დაავადების დროს გამოსაყენებელ მონოამი ოქსიდაზას ინჰიბიტორს, ასევე დეპრესიის, ფსიქიკური, ან ემოციური საჭიროებებისთვის პრეპარატს.
● თუკი გაწუხებთ ღვიძლის, თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ან პროსტატური ადენომის მსგავსი დაავადებები.
● თუკი გაქვთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქცია, ან კუჭის შევიწროების გამომწვევი კუჭის წყლული.
● თუ გაწუხებთ დიაბეტი, ჰიპოთიროიდი, ასთმა, ფილტვების დაავადებები; ასევე გლაუკომა -თვალის წნევა, ფეიქრომოციტომი, ან ეპილეფსია.
● თუკი იღებთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებს, ბეტა ბლოკატორებს, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს, ცხვირის დეკონგესანს, ან მადის შემწყვეტ პრეპარატებს.
● თუკი ხართ ორსულად, ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი.

ყურადღება უნდა გამოიჩინოთ ასევე შემდეგი ჩვენებების დროს. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს:

● თუკი ალკოჰოლს იღებთ რეგულარულად, ან გაწუხებთ ღვიძლის უკმარისობა.
ალკოჰოლთან ერთად ტერაფლუ ფორტე არ უნდა მიიღოთ.
● თუკი გაქვთ ცერებრული ათეროსკლეროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თირკმლის, ან ღვიძლის დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები. ან თუკი გაწუხებთ ჰიპოტენზია – დაბალი წნევა და მიზეზი არ გაქვთ დადგენილი.
● თუკი გაქვთ დიაბეტი. ხართ ოპერაციის მოლოდინში. გაწუხებთ ბრონქიალური ასთმა, ღვიძლში მომატებული ფერმენტები ან პროსტატა.

თუკი პარალელურად იღებთ სხვა წამლებს, აუცილებლად დააზუსტეთ წამლების შეთავსებადობა ექიმთან ტერაფლუ ფორტეს მიღებამდე. ყურადღებით გაეცანით წამლის ანოტაციას, უკუჩვენებებს, გვერდით ეფექტებსა და მიღებამდე დასაცავ წესებს. ეჭვების და კითხვების შემთხვევაში კი, მიმართეთ ექიმს.

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას. გაითვალისწინეთ, არ უნდა მიიღოთ ტერაფლუ ფორტე ვადის გასვლის შემდეგ, ან თუკი შეფუთვაზე დაზიანება შენიშნეთ.
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები