“2007 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ ევროპაში; თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჩემი შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ, აქ ესწავლათ! ატყობთ ახლა, როგორ მეცხელება მე ამათი სანქციები?” – დიმიტრი სამხარაძე

„2007 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ ევროპაში, დედა იტალიის და მამა ფინეთის მოქალაქეა! ოჯახს, ფინეთში 1996 წელს შეძენილი სახლი და აგარაკი გვაქვს და მაინც არ ჩავდივარ!”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ლიეტუვის მიერ მისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება.

“თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჩემი შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ, აქ ესწავლათ! ორი ვაჟიშვილი სტუდენტი მყავს! ევროპაში მაშინ ვცხოვრობდი, როცა აქციის მონაწილეთა 40% დაბადებულიც არ იყო, ისინი, რომლებმაც არ იციან რას აპროტესტებენ. ლეგალურად ჩავედი და თავიდანვე საბუთი მივიღე, რადგან მამა ფინეთში ცნობილი მუსიკოსი იყო! მოქალაქეობაც შეგნებულად არ ავიღე, შემეძლო ორმაგი, მაგრამ არა.

ატყობთ ახლა როგორ მეცხელება მე ამათი სანქციები?

P.S. Lietuvos ambasada Sakartvele/ლიეტუვის საელჩო საქართველოში პასპორტით დიმიტრი სამხარაძე ვარ და არა დიტო! ჩაასწორეთ, რამე გაუგებრობა რომ არ იყოს”, – წერს დიმიტრი სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები