“სალომე ზურაბიშვილისთვის ურთულესი პერიოდია იმ გაგებით, რომ დესტრუქციული გეგმა განავითაროს” – გია ვოლსკი

“არჩეულ იქნა ახალი პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილისთვის ურთულესი პერიოდია იმ გაგებით, რომ დესტრუქციული გეგმა განავითაროს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი აცხადებს.

დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, ის კვლავ რჩება პრეზიდენტად.

“რასაკვირველია, მისი განცხადება პირდაპირ უპირისპირდება არა ახალ არჩეულ პრეზიდენტს, არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომ შეინარჩუნოს სტაბილურობა.

ბოლომდე შეეცდება, რომ ეს გეგმა განავითაროს, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ თუ არა შეთქმულებას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები