“უკრაინელებს ეგონათ, რომ მათ ნატოში მიიღებდნენ, ეს უკრაინელთა გულუბრყვილო საქციელი გახლდათ, ძალიან გულუბრყვილო!” – ჯეფრი საქსი

“უკრაინელებს ეგონათ, რომ მათ ნატოში მიიღებდნენ, ეს უკრაინელთა გულუბრყვილო საქციელი გახლდათ, ძალიან გულუბრყვილო! ნატოში გაერთიანებას აპირებდე და მშვიდობას მოელოდე – შეუძლებელია, თან მაშინ, როდესაც მოსკოვი კატეგორიულად წინააღმდეგია”, – ამის შესახებ ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში პროფესორმა, ჯეფრი საქსმა ისაუბრა.

“უკრაინელებს ეგონათ, რომ მათ ნატოში მიიღებდნენ, ეს უკრაინელთა გულუბრყვილო საქციელი გახლდათ, ძალიან გულუბრყვილო! ნატოში გაერთიანებას აპირებდე და მშვიდობას მოელოდე – შეუძლებელია, თან მაშინ, როდესაც მოსკოვი კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ ამერიკული შეიარაღება სწორედ მის საზღვართან, უკრაინაში იყოს განლაგებული. კრემლის ეს პოზიცია კი ჩემთვის თავიდან ბოლომდე გასაგებია. ყველა მხრიდან ფიქრია აუცილებელი, საჭიროა, შევხედოთ სრულ სურათს, რათა ომის პროვოცირება არ მოვახდინოთ.

სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწილია, უმდიდრესი ისტორიით სავსე. ყველა იმპერიას დაუდგამს ფეხი ამ რეგიონში, ეს საოცარია და მაინც ქართველები, სომხები, აზერბაიჯანში მცხოვრები თურქული ეთნოსის ხალხები, ეს ერები ძალიან დიდი ისტორიის მატარებელნი არიან. არავის უნდა ამ იმპერიების ხილვა რეგიონში, გარდა ალბათ, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისისა, იქნება ეს სხვადასხვა ნაწარმით ვაჭრობა თუ თანამედროვე ტექნოლოგიები, ტურიზმი, ეს კარგი იქნებოდა.

რეგიონში კონფლიქტი და ომები კი წარსულს უნდა ჩავაბაროთ და ყველამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება დიპლომატიის, წინდახედულობისა და თავშეკავების სახელით, ჩვენ ხომ კიდევ ერთი გამოწვევის შექმნა არ გვსურს“, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები