ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე დღეს იმსჯელებენ.
შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, განიხილავენ თანამშრომლობას საქართველოს კანდიდატობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.
შეხვედრა თბილისის დროით პირველ საათზე დაიწყება.