გორდულაძე – ოპოზიციაზე: ვერ გაბედეს, რომ წარმდგარიყვნენ საზოგადოების წინაშე და ყველა საკითხზე ესაუბრათ მარტივად
“პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მანამდეც შესთავაზეს სხვადასხვა პოლიტიკოსს, იმ ადამიანებს, რომლებიც ოპოზიციაში დგანან, რომ მობრძანებულიყვნენ და პირდაპირ ეთერში გამართულიყო კომუნიკაცია, მაგრამ მათ ვერ გაბედეს – გადასულიყვნენ თავიანთი პატრონების დავალების საწინააღმდეგოდ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
“ვერ გაბედეს, რომ წარმდგარიყვნენ საზოგადოების წინაშე და ყველა საკითხზე ესაუბრათ მარტივად იმიტომ, რომ მათი ტყუილები გამოაშკარავდებოდა.
რა თქმა უნდა, არ მგონია, რომ ეს ადამიანები კვლავ გაბედავენ, რომ დასხდნენ პრემიერ-მინისტრის წინაშე და კონსულტაციები გამართონ, მაგრამ ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო და ყოველთვის ღია იქნება”, – აღნიშნავს გორდულაძე.