ისრაელის ჯარებმა ღაზაში საჰაერო და სახმელეთო იერიშები განახორციელეს – არის მსხვერპლი
ისრაელმა ღაზის მასშტაბით საჰაერო და სახმელეთო იერიშები განახორციელა. თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანია დაღუპული, რომელთა შორისაცაა ჟურნალისტი, სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, სამედიცინო პერსონალი,- ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ისრაელელი სამხედროები ამბობენ, რომ მათმა საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ანკლავის ჩრდილოეთით, ათობით მებრძოლი მოკლეს, სხვები კი დააკავეს.
საჰაერო იერიში განხორციელდა ღაზის ქალაქ ხან იუნისზე. ლტოლვილთა თავშესაფარზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ქალები და ბავშვები. ქალაქ ბეით-ჰანუნის მცხოვრებლების თქმით კი, ისრაელელმა სამხედროებმა ალყა შემოარტყეს სკოლას, სადაც იძულებით გადაადგილებული ადამიანები აფარებდნენ თავს, შეიჭრნენ შენობაში და იქ მყოფ ხალხს, ღაზის ქალაქისკენ წასვლა უბრძანეს.