“ისტორიულად ასეთია ნამდვილი ქართველი დედა, ვინც თავის შვილს იცავს ცუდისგან და ბოროტისგან და არა ის, ვინც შვილებს ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში ბოროტ იარაღად იყენებს!” – წილოსანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, განსხვავებული აზრის მქონე დედაზე თავდასხმას ეხმიანება.

„ამ დღეების მანძილზე ვერ მოვახერხე ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა ქართველი დედის ჭეშმარიტ ფენომენზე

ეს ნახატი ყველაზე კარგად აღწერს, რისი დაწერაც მინდოდა.

ისტორიულად ასეთია ნამდვილი ქართველი დედა, ვინც თავის შვილს იცავს ცუდისგან და ბოროტისგან.. და არა ის, ვინც შვილებს ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში ბოროტ იარაღად იყენებს!”, – წერს ნინო წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები